გაეროს უშიშროების საბჭო

გაეროს უშიშროების საბჭო
უშიშროების საბჭოს უპირველეს პასუხისმგებლობას წარმოადგენს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება. იგი ასევე ატარებს საკმაოდ მკაცრ პოლიტიკას სახელმწიფოთა საშიანაო საქმეებში ჩაურევლობის თვალსაზრისით (მუხლი 2(7), გაერო-ს წესდება). უშიშროების საბჭო, როგორც მისი დეკოლონიური სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი, ხელს უწყობს ყველა ხალხის თვითგამორკვევას. ამ საკითხების განხორციელებას უკავშირდება ადამიანის უფლებების დარღვევა. უშიშროების საბჭო ხშირად გმობს ადამიანის ზოგიერთი უფლების დარღვევის ფაქტს, თუმცა შესაბამისი ქმედება შეიძლება არც ისე უშუალო იყოს – მაგალითად, დაგმობილია მონობა და მისი მსგავსი პრაქტიკა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიღებული აქვს მრავალი რეზოლუცია, რომელიც სახელმწიფოებს მოუწოდებს, შეასრულონ ადამიანის საერთაშორისო უფლებებით დადგენილი სტანდარტები. ეს მოწოდებები კიდევ უფრო უსიცოცხლოა, ვიდრე ადამიანის უფლებათა დარღვევის გმობა, თუმცა პოლიტიკურად უფრო წარმატებულია, ვინაიდან უშიშროების საბჭოს მიერ გაკეთებულ ამგვარ მოწოდებებს ბევრი სახელმწიფო უფრო სერიოზულად აღიქვამს. გაერო-ს უშიშროების საბჭოს აქვს საბოლოო ჯარიმების –სანქციების – დაკისრების უფლება იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც არ ასრულებენ სერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებს
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно решить контрольную?

Смотреть что такое "გაეროს უშიშროების საბჭო" в других словарях:

  • იძულება მშვიდობისათვის — […] გაეროს უშიშროების საბჭო წევრ სახელმწიფოებს ანიჭებს უფლებას გამოიყენოს ყველა საჭირო საშუალება ან მიიღოს მშვიდობის დარღვევის საშიშროების წინააღმდეგ სერიოზული ზომები, ძალის გამოყენების ჩათვლით, რათა გადაწყვეტილ იქნას შეიარაღებული კონფლიქტი.… …   Georgian encyclopedia

  • აგრესიული ომი — • მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელიც იწვევს პასუხისმგებლობას საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმებით. ამასთანავე, სახელმწიფოები ვალდებული არიან თავი შეიკავონ სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან, რომელიც არღვევს ხალხთა… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»